უბედური შემთხვევა ჩხოროწყუში – დენის დარტყმის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც დენმა დაარტყა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.