„ჭკვიანმა“ შუქნიშნებმა ბრიუსელში ჰაერის მდგომარეობა გააუმჯობესეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სიახლის დამსახურებით ავტომობილების მავნე გამონაბოლქვი 5%-ით შემცირდა, რამაც ჰაერის მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა. ე.წ.“ჭკვიანი“ შუქნიშნები ბელგიის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დაამონტაჟეს და ისინი მოძრაობას ისე არეგულირებენ, რომ ავტომობილებს გაჩერება უფრო ხშირად მოუხდეთ. შედეგად, მავნე გამონაბოლქვი მცირდება და ქუჩებიც ნაკლებად ბინძურდება. პროექტის სატესტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომ „ჭკვიანი“ შუქნიშნები სულ მალე ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზეც გაჩნდება.