დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში სანადირო თოფით შუახნის მამაკაცმა დედა და და მოკლა.
ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში მოხდა. დაჭრილი დედა-შვილი ადგილზე მისულ სამართალდამცველებს გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდო ეჭვმიტანილი ამ დროისათვის მიმალვაშია. როგორც შსს-მ განმარტა, სავარაუდო მკვლელის ვინაობა გარკვეულია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
მომხდარზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ და მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს 2 ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობას.
გამოძიებიდან გამომდინარე მკვლელობის სავარაუდო მიზეზები ამ დრომდე არ საჯაროვდება.
ორმაგი მკვლელობა ნაძალადევში: დედა-შვილი საკუთარ სახლში მოკლეს