თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ეჭვმიტანილი, 19 წლის ბიჭი, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავემ დედა და ბებია განზრახ მოკლა.
მომხდარის მიზეზი უცნობია. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.