LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩრდილში დარჩენას არ ვაპირებ, ვიქნები უფრო ხმამაღალი, ვიდრე ოდესმე!“ – 59 წლის ჰალი ბერის თამამი „ლუქები“ და განცხადებები გამოცემა The Cut-თვის

138
page

ჰალი ბერი ხმამაღლა საუბრობს ჰოლივუდში ასაკთან დაკავშირებულ სტიგმებზე და აცხადებს, რომ არ აპირებს ჩრდილში დარჩენას. 59 წლის მსახიობმა გამოცემა The Cut-ის გარეკანი დაამშვენა, ფოტოსესიისთვის კი გამჭვირვალე სამოსი მოირგო. მან არჩევანი „ალექსანდრ მაკ-ქუინის“, „ივ სენ ლორანისა“ და „ვალენტინოს“ „ლუქებზე“ შეაჩერა.

ბერი საკუთარ ამჟამინდელ ეტაპს „მენოპაუზის მისიას“ უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად დამოკიდებულებები იცვლება:

„როცა ასაკში შედიხარ, აღარ გაფასებენ, ისე გექცევიან, თითქოს ხორცის ნაჭერი იყო. მიდიხარ იმ ეტაპამდე, როცა გგონია, რომ დაუფასებელი ხარ. ამას სამსახურშიც გრძნობ და საზოგადოებაშიც… მაგრამ მე მკაცრად გადავწყვიტე, რომ არ დავუშვებ, გამაქრონ, ჩრდილში დარჩენას არ ვაპირებ. ვიქნები უფრო ხმამაღალი ვიდრე ოდესმე!“.

ამის დასტურად, მსახიობი მიმდინარე წელს სამი სერიალისა და შვიდი ფილმის პროდიუსერი იქნება და ყველა მათგანში თავად მიიღებს მონაწილეობას.

ვიდეო: ჰალი ბერი უხერხულ კადრებს გვიზიარებს – 58 წლის მსახიობის სახალისო ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

58 წლის ჰალი ბერი „შიშველი კაბით“ – მსახიობი წითელ ხალიჩაზე რჩეულთან, ვან ჰანტთან ერთად გამოჩნდა

ჰალი ბერიმ წარმოსახვისთვის აღარაფერი დაგვიტოვა – 57 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები