LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლია, თა­ვი­სი მამ­ლე­ბით, ორღობეებით“: სააკაშვილის დამალული ქონება თუ მოკრძალებული სახლი კიევის გარეუბანში

1291
სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინული მედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად სახლის გამო მოექცა.

სააკაშვილის ძირითადი საცხოვრებელი სახლი კიევიდან 23 კილომეტრში, ელიტურ სოფელ ლესნიკში მდებარეობს. სოფელს სახელი ტყესთან სიახლოვის გამო აქვს და სწორედ ამ ღირსების გამო ეს ადგილი სულ უფრო პოპულარული ხდება. აქ ცხოვრობენ უკრაინელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.

თავად სააკაშვილი ამბობს, რომ სახლი მას დედამ, გიული ალასანიამ აუშენა.

ოფიციალურ დოკუმენტებშიც ჩანს, რომ გიული ალასანიამ აქ მიწა 2017 წელს შეიძინა და ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე ერთი პატარა შენობის და მიწის ფასი უკვე თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი იყო.

"ვცხოვრობ ჩვეულებრივ სოფელში, თავისი მამლებით და ძაღლების გაბმული ყეფით" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის სახლი "ლესნიკებში"

უკრაინელი ანალიტიკოსი როსტისლავ ბალაბანი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ქონება დედამ, ან სხვა რომელიმე ნათესავმა უყიდა. ეს მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის ქონებრივი დეკლარაციის შევსება სავალდებულო გახდა.

ცნობისათვის, სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელია და მისი შემოსავალლი თვეში 10 ათასი დოლარია.

თავად სააკაშვილი უკრაინაში არსებულ სახლს, მოკრძალებულად აღწერს.

„კი­ე­ვის გა­რე­უ­ბან­ში, სახ­ლში ვარ. ამ სო­ფელს ქვია მე­ტყე­ვე­ე­ბი, “ლეს­ნი­კე­ბი”. მე სოფ­ლის ნა­წილ­ში ვცხოვ­რობ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლია, თა­ვი­სი მამ­ლე­ბით, ძაღ­ლე­ბის გაბ­მუ­ლი ყე­ფით, სოფ­ლის გა­რე­მო­თი და ორ­ღო­ბე­ე­ბით, მაგ­რამ კი­ევ­თან არის ძა­ლი­ან ახ­ლოს“, – აცხადებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ერთ-ერთ ლაივ ჩართვაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მაიამიში ფეშენებელური აპარტამენტი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან კონსულტაციით შეიძინა.

საცხოვრებელ კომპლექსს ხედები ოკეანისა და ეზოს მხარეს აქვს, ბინების ფასი კი მილიონნახევარი დოლარიდან იწყება.

https://www.facebook.com/tvimedi/videos/2980072675372959/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები