LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არც კი გვიკონტაქტია“ – ალისია ვიკანდერმა მეუღლესთან პირველ პაემანზე ისაუბრა

118

შვედი მსახიობი, ალისია ვიკანდერი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, ვისაც პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს. ის დიდი ხნის მანძილზე მალავდა, რომ მაიკლ ფასბენდერთან რომანი ჰქონდა, ხოლო ქორწილი ასევე საიდუმლო ვითარებაში გადაიხადა.

ცოტა ხნის წინ, 28 წლის ვარსკვლავმა მისი და მომავალი მეუღლის რომანის დასაწყისზე ისაუბრა: „პირველად და მეორედ რომ შევხვდით, არც კი გვიკონტაქტია. უბრალოდ ვცეკვავდით“, – იხსენებს მსახიობი. მისი თქმით, ფასბენდერთან ურთიერთობა წყნარად და მშვიდად მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს ფილმის „სხივი ოკეანეებს მიღმა“ გაიცნო. 2017 წელს კი მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g