LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მანამდე კი თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება… ყველაზე მეოცნებე და მზიანი გოგოა თამუნა და წარმოუდგენელია სამყარომ მისი ოცნებების გარეშე იტრიალოს“ – თამუნა ყარყარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

137
თამუნა ყარყარაშვილი

თამუნა ყარყარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, დემე ნაცვლიშვილი ავრცელებს.

ნაცვლიშვილი წერს, რომ ახალგაზრდა ქალი ორი წელია თურქეთში „მედიქალ პარკის“ კლინიკაში მკურნალობს.

როგორც ნაცვლიშვილი „ფეისბუკზე“ წერს, იმისთვის, რომ მკურნალობა გაგრძელდეს, თამუნას ფინანსური დახმარება სჭირდება.

„ჩემო მეგობრებო, კეთილო ხალხო, ახლა ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება…
თამუნა ყარყარაშვილი, ჩემი მეგობარი თითქმის ორი წელია უკვე მკურნალობას გადის თურქეთში მედიქალ პარკის კლინიკაში, ორი წელია ოჯახი დიდ ბრძოლაში ჩაერთო.

მშობლებმა უკანდაუხევლად, თავჩაუხრელად, ბევრი დარდითა და უდიდესი რწმენით მიიყვანეს საქმე თითქმის უკვე ფინალამდე, სულ რამდენიმე ნაბიჯი და ეგაა, ჩვენ გავიმარჯვებთ  ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ნაბიჯების გადადგმამდე კი თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება.

ყველაზე მეოცნებე და მზიანი გოგოა თამუნა და წარმოუდგენელია სამყარომ მისი ოცნებების გარეშე იტრიალოს 
საქართველოს ბანკი:
ამირან ნაცვლიშვილი.GE02BG0000000236715500

თიბისი :GE24TB7513645064300021 შორენა ყარყარაშვილი

საქართველო:GE23BG0000000537595348 მარიამ ყარყარაშვილი

ყველას დიდი მადლობა წინასწარ“ – წერს დემე ნაცვლიშვილი.

🙏🏼ჩემო მეგობრებო, კეთილო ხალხო, ახლა ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება… ☀️თამუნა ყარყარაშვილი, ჩემი მეგობარი…

Posted by Deme Natsvlishvili on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g