LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ერთიანნი ვართ” – დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან სატელეფონო საუბარი გამართა

115
1

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან – დერეკ ჩოლეტთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას სოციალურ ქსელში უხდის:

“მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ამ გადამწყვეტ მომენტში ერთიანობა და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას”, – აღნიშნულია ზალკალიანის მიმართვაში.

სატელეფონო საუბარს ასევე სოციალურ ქსელში აფასებს დერეკ ჩოლეტიც:

“ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმასა და საქართველოს ოკუპაციაზე.

ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინასა და საქართველოსთან მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად”, – აღნიშნულია ჩოლეტის “ტვიტში”.

 

პოპულალურები