LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით…„მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

124
2025-01-08_00-26-09_700041

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები: „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა.

მიზეზი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში ყოფნაა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ, 8, 9, 20, 21/01 „მე გადმოვცურავ ზღვას”; 13 / 01 ” ალუბლის ბაღი”; 22 /01 „მეფე ლირი” გაუქმდა.

ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე TKT.GE ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი ) გილოცავთ შობას. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g