In Touch Weekly-ის მიერ გარეკანზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის დაშორების შესახებ, ვარსკვლავურმა წყვილმა სახალისო ვიდეოთი უპასუხა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამერიკელი მსახიობები კამათის იმიტაციას ქმნიან.
“ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. ბავშვები მიმყავს”, – ამბობს მილა, რაზეც ეშტონი ბრაზს ვერ იკავებს.
ხუმრობა იქით იყოს, რადგან მათ შორის ყველაფერი კარგადაა. ისინი არ დაშორებულან და არც უახლოეს მომავალში აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ეშტონმა და მილამ 2015 წლის ივლისში იქორწინეს. მათ 4 წლის ქალიშვილი და 2 წლის ვაჟი ჰყავთ.