LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვთქვით, რომ 15-ში ყველანი ვზეიმობთ – მოვიდეს, დადგეს იქ სალომე ზურაბიშვილიც და იზეიმოს, ყავასაც დავალევინებთ და ჩაისაც – რა გზასაც ის ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს“ – ალუდა ღუდუშაური

153
Untitled design (36)

„სალომე ზურაბიშვილი რა გზასაც ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კამპანიის, „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს, რომელსაც 13 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს.

როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი „ხან რას იგონებს, ხან რას.“

პრეზიდენტი 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს

ღუდუშაური მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი სტატუსზე გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს და შეუძლია 15-ში ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საზეიმო ღონისძიებას შეუერთდეს.

„სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალური პრეზიდენტი. რა გზასაც სალომე ზურაბიშვილი ადგას, მას კარგად უნდა ესმოდეს და მინდა ვუთხრა მას, ნაკლებად მჯერა, რომ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებს, უკაცრავად და კონსტიტუცია კიდია ფეხებზე და ჩვენი რჩევები რომ ესმოდეს, ამ დღეში არ იქნებოდა, ისეთი მრჩევლები ჰყავს მას როგორიც კაპიტანი გიგაური და სხვები არიან, მაგრამ რა გზასაც ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს. ნამდვილად ასე იქნება, რადგან ძალიან უხერხულ სიტუაციაშია, ხელოვნურად იგონებს რაღაც თემებს.

თუ უბრალოდ ჩაის ან ფინჯანი ყავის დალევისთვის თანამეინახეები არ ჰყავს და ხან რას იგონებს, ხან რას. კარგად უნდა ესმოდეს, რომ ცუდ გზას ადგას.

რა ევროინტეგრაციაზეა საუბარი, ადამიანი გამოვიდა და თქვა, საქართველომ რეკომენდაციები არ შეასრულა, სამართლიანად არ ეკუთვნის, თუმცა იქნებ უწყალობოთ და მისცეთ სტატუსიო. ეს არის ფარისევლობა, რაღაცებს იგონებს.

გადაწყვეტილება იქნება 15-ში, დაელოდოს. ჩვენ ვთქვით, რომ ყველანი ვზეიმობთ, მოვიდეს, დადგეს იქ სალომე ზურაბიშვილიც და იზეიმოს, ყავასაც დავალევინებთ და ჩაისაც,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

„დავრწმუნდით, რომ პრეზიდენტი „ქოცების“ თამაშით თამაშობს და უაზრობებით არის დაკავებული, მე არ მევალება ამ უაზრობებში მონაწილეობის მიღება“ – იაგო ხვიჩია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g