ჯონ ტრავოლტა 2026 წლის „კანის კინოფესტივალის“ ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ვარსკვლავად იქცა. 72 წლის მსახიობმა საზოგადოების ყურადღება არა მხოლოდ უჩვეულო სტილით, არამედ შეცვლილი ვიზუალითაც მიიპყრო.
ის წითელ ხალიჩაზე ბერეტითა და მრგვალი სათვალით გამოჩნდა. მსახიობმა მოგვიანებით განმარტა, რომ ამ სტილის შთაგონება ძველი სკოლის რეჟისორებისგან მიიღო. მისი თქმით, ამჯერად სურდა არა მსახიობის, არამედ რეჟისორის იმიჯით წარმოჩენილიყო.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მისმა გარეგნობამაც. ინტერნეტში არაერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ მსახიობი მნიშვნელოვნად შეცვლილი სახით გამოჩნდა, უფრო გადაჭიმული კანით, მკვეთრი ყბის ხაზითა და გაახალგაზრდავებული ვიზუალით.
„ბიუთი ექსპერტები“ ვარაუდობენ, რომ მსახიობმა შესაძლოა სახის „ლიფტინგი“, ბოტოქსი ან კანის სხვა არაინვაზიური პროცედურები გაიკეთა. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, 72 წლის ჯონ ტრავოლტა შესანიშნავად გამოიყურება.
„ჩვენც გვითხარი, გაახალგაზრდავების რა ელექსირი დალიე“, „15 წლით გაახალგაზრდავებულია“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ტრავოლტა კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო „ოქროს პალმის რტოთი“ დააჯილდოვეს. დაჯილდოება მისი სარეჟისორო დებიუტის, Propeller One-Way Night Coach-ის პრემიერის წინ გაიმართა, რომელშიც მთავარ როლს მისი ქალიშვილი, ელა ბლუ ტრავოლტა ასრულებს.
ჯონ ტრავოლტას ქალიშვილი მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს – მამა-შვილის უახლესი გამოჩენა