ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, მოცეკვავე, მხატვარი და ქორეოგრაფი ნინო სუხიშვილი დღეს იუბილარია – ის 60 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ნინო სუხიშვილი მეგობრებისგან, კოლეგებისგან, ანსამბლის მოცეკვავეებისგან უამრავ გულთბილ მილოცვას იღებს.
ანსამბლის ხელმძღვანელს დაბადების დღეს ოფიციალურად, სოციალურ ქსელში ულოცავს „სუხიშვილები“.
„ჩვენი ანსამბლის ყველაზე ღირსეულ, კეთილშობილ და ულამაზეს დირექტორს ვულოცავთ 60 წლის იუბილეს.
საუკეთესო სურვილებით, დიდი სიყვარულით და მადლიერებით“, – აღნიშნულია მისალოც ტექსტში.
ჩვენი ანსამბლის ყველაზე ღირსეულ, კეთილშობილ და ულამაზეს დირექტორს ვულოცავთ 60 წლის იუბილეს 💫 საუკეთესო სურვილებით, დიდი სიყვარულით და მადლიერებით 💖
Posted by სუხიშვილები – Sukhishvilebi on პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024
ნინო სუხიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი, „თედასის“ ხელმძღვანელი თეა დარჩია და წერს:
„გვიყვარხარ ყველას, ნინო სუხიშვილს გაუმარჯოს, ყველგან და ყველაფერში.
„გაუმარჯოს ნინო სუხიშვილს! გისურვებ კიდევ ძალიან ძალიან დიდხანს აკეთო შენი საქმე ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრებაა აკეთებთ შენ და ილიკო. ძალიან გვიყვარხარ“, – წერს ოპერის მომღერალი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში და ნინო სუხიშვილისა და მისი ოჯახის ერთობლივ ფოტოს ავრცელებს.
გაუმარჯოს ნინო სუხიშვილს❤️ Sukhishvili Nino გისურვებ კიდევ ძალიან ძალიან დიდხანს აკეთო შენი საქმე ისე როგორც ამას მთელი ცხოვრებაა აკეთებთ შენ და ილიკო❤️ ძალიან გვიყვარხარ 🎉
Posted by Natalia Kutateladze on ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024
ცნობილ ქორეოგრაფს დაბადების დღეს ულოცავს პიანისტი დავით ალადაშვილიც და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
Sukhishvili Nino 🎂🎂🎂
Posted by David Datuna Aladashvili on ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024
სცენაზე, აპლოდისმენტების მიღების დროს ნინო სუხიშვილთან ერთად სცენაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში „სუხიშვილების“ მოცეკვავე ელენე ჩიტიშვილიც.
ნინო სუხიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ფოტოს აქვეყნებს ანსამბლის მოცეკვავე მარიამ მათიაშვილიც.