ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის წარმატებების კასკადი გრძელდება. ამჯერად მან ფრანგული „ვოგის“ მარტის ნომერი დაამშვენა.
აღსანიშნავია, რომ მატილდა ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, მარიო სორენტის ფოტოობიექტივში მოხვდა.
24 წლის მოდელის ფოტოები რამდენიმე საათის წინ Vogue France-მა გაავრცელა და მას „ჩვენი დროის ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეულ მოდელი“ უწოდა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მატილდამ ვიქტორია ბექჰემის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ეს მათი კოლაბორაციის პირველი შემთხვევა არ გახლდათ, გასულ თვეს ბექჰემმა თავის „ინსტაგრამზე“ მოდელის ფოტოები გაავრცელა.
მორიგი ტრიუმფი და სასწაული ფოტოები – მატილდა გვარლიანის შეცვლილი იმიჯი Harper’s BAZAAR – თვის
„მადლობა, პარიზო…“ – მატილდა გვარლიანი პარიზის მოდის კვირეულს აჯამებს