LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი გვარის ქალები პირად ცხოვრებაში ყველანი უბედურები იყვნენ. ეს არის კარმა…“ – რას ჰყვება კირა ანდრონიკაშვილი მამიდის, ნატო ვაჩნაძის მესამე ქორწინებაზე

489
კირა ანდრონიკაშვილი

კირა ანდრონიკაშვილი, რომელსაც 15 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა, „სარკის“ ახალ ნომერში ჰყვება თავისი გვარის ქალებზე, რომელთაც ბედისწერა ხშირად სასტიკად ექცეოდა. მსახიობი მამიდის, ნატო ვაჩნაძის შესახებ საინტერესო ამბავს იხსენებს:

უფლისთვის დიდი და პატარა არ არსებობს, ყველა ერთნაირად იბადება და ერთნაირად მიდის ამქვეყნიდან. ჩემი ოჯახიდან არასდროს გამიგია, რომ სხვაზე განსაკუთრებულები ვიყავით რაიმეთი, პირიქით, სისადავისკენ და მოკრძალებისკენ მოგვიწოდებდნენ…

ჩვენი გვარის ქალები პირად ცხოვრებაში ყველანი უბედურები იყვნენ. ეს არის კარმა… ნატომ ანატოლი კაჭარავა მოსკოვში გაიცნო. სასტუმროში გაიცნეს ერთმანეთი. ამ კაცს მთელი ცხოვრება უყვარდა მამიდაჩემი და სულ მის ცოლად მოყვანაზე ოცნებობდა. ნატა ძალიან ბედნიერი იყო ამ ადამიანთან. ნატას გარდაცვალების შემდეგ ანატოლი დაოჯახდა და შეეძინა ქალიშვილი, ნადეჟდა. მისი მეუღლე, ნაზიკო თან გვყვებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g