LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში 50 შემთხვევასაც გაუმკლავდება” – რას უკავშირდება ახალი შემთხვევები

94
119063570-339195470618426-2804615925896370042-n

“ჩვენი ცხოვრების წესი covid-19-თან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად რეგულაციების აღსრულებას ითხოვს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განცხადება.

მისი თქმით, “კოვიდ 19”-ის 44 ახალი შემთხვევიდან 7 საკონდიტრო მაღაზია “დონას” “კლასტერიდანაა”, 12 ბათუმს უკავშირდება, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2-ს ეპიდკერაში აქვს მოგზაურობის ისტორია, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 3 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 3 შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

“მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა, ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 75. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 421 პაციენტი. ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე არის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, მძიმე – 17“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციონისტის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ამჟამინდელი მაჩვენებელი საშიშროების საფუძველს არ იძლევა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ყოველდღიურად 5 ათეული შემთხვევასაც გაუძლებს.

“ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამ მონაცემებს ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე მეტი რაოდენობა არ განვითარდეს. სამი, ოთხი თუ ხუთი ათეული არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები. უბრალოდ საუბარი მიდის იმაზე, რომ არსებული მატების გამო რეგულაციები შესრულდეს და თუ არ სრულდება, მის კონტროლსა და აღსრულებაზე უნდა იყოს სიმკაცრე გამოვლენილი. მონაცემთა შემცირების პერიოდშიც არ უნდა მოგვიდუნდეს სიფხიზლე”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში კრიტიკულად მძიმე 3 და 17 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g