ბოლო 24 საათის განმავლობასი საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდი stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა დადასტურებული.
ამავე გვერდის მიხედვით გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 325-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
