მსახიობი ჯაბა კილაძე პოდკასტს „მარტოობის 15 წუთი“ სტუმრობდა და პირად ცხოვრებაზე, განსაკუთრებით შვილთან ურთიერთობაზე, საუბრობდა.
ჯაბა კილაძე იხსენებს, როგორ ჩამოყალიბდა მათი მეგობრობა:
„ჩვენი მეგობრობა დაიწყო როდესაც ჯერ კიდევ თვეების იყო, მაშინ დიდად ვერ აღმიქვავდა. პირველივე წამიდან, ისე ველაპარაკები, როგორც დღეს,“ – ამბობს მსახიობი.
კითხვაზე, რა ტიპის ურთიერთობა აქვს შვილთან, მამა-შვილური თუ მეგობრული? ჯაბა კილაძე პასუხობს:
„იცი რა არის? მამაშვილობა რამე ის ხო არ არის კონკრეტული ჩარჩო, რომ აი ეს არის მამაშვილური ურთიერთობის ხაზი. ეს ხომ არავის დაუდგენია. თუ ადამიანებს ერთმანეთის გვესმის, შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ“, – აღნიშნავს მსახიობი.
