LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრის და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა“ – მაკრონის, შოლცისა და ტუსკის ერთობლივი განცხადება

129
ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი

„ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრისა და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა”, – ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაში.

მაკრონის, შოლცისა და ტუსკის განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეშფოთებას იწვევს ცნობები მრავალი დარღვევისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ, რამაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა“:

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია მითითებული. კერძოდ, შეშფოთებას იწვევს ცნობები მრავალი დარღვევისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ, რამაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრის და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა და ყურადღებით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელსაც თავის დროზე ველით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, დონალდ ტუსკი: „თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დავუჭერთ“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური უფლებებია და ისინი დაცული უნდა იყოს, აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოწოდება, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან ყოვლისმომცველი დიალოგია.

„მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური უფლებებია და ისინი დაცული უნდა იყოს. ამ ამოცანის შესასრულებლად ჩვენი მოწოდება ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან ყოვლისმომცველი დიალოგია. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზიდან უხვევდა და დაჟინებით მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწყობა. თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ეხმაურება:

„ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია იქნება, რადგან ჩვენ ევროკავშირის გაფართოებაზე ფართო კონსენსუსი გვაქვს“, – წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g