LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი სკოლის საზოგადოებამ უდროოდ დაკარგა კიდევ ერთი გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი – მარიამ მაჭავარიანი, მარიამის მშობლებს ვუსურვებთ გამძლეობასა და ძალას ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის ტვირთვისთვის“ – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

1988
მარიამ მაჭავარიანი

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია მათი გამორჩეული კურსდამთავრებულის, მარიამ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„გვიწევს, გაცნობოთ ძალიან სამწუხარო ამბავი: ჩვენი სკოლის საზოგადოებამ უდროოდ დაკარგა კიდევ ერთი გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი – გარდაიცვალა მარიამ მაჭავარიანი, აკადემიის 2018 წლის კურსდამთავრებული.

„დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან…“ – ტრაგედია ვანო მაჭავარიანის ოჯახში

გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მარიამის მშობლებსა და ძმას, ალექსანდრეს.
განსაკუთრებით ვუსამძიმრებთ მის დედას, ლესლი როჯერსს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ჩვენს სკოლას, აკადემიის მშობელთა საბჭოს წევრის სტატუსით.

მარიამის მშობლებს ვუსურვებთ გამძლეობასა და ძალას ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის ტვირთვისთვის.

მარიამი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენს გულებში, სხვა უდროოდ წასულ, ჩვენთვის ძვირფას მოსწავლეებთან ერთად.
ფოტო: აკადემიის არქივი
მარიამი ასეთი გავიცანით 2014 წელს“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g