“თბილისი პრაიდი” გურამ ფალავანდიშვილის განცხადებას ფოტო-შარჟით პასუხობს.
“ჩვენი ვარდისფერი ტანკი მზადაა და მალე რუსთაველის გამზირისკენ დავიძვრებით.
გურამ, დაგვხვდი!” – წერს პრაიდი.
შეგახსენებთ, ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ “პრაიდის” მოწინაღმდეგეები მზად იყვნენ ტანკის ქვეშაც გაწოლილიყვნენ.
“ჩვენ მზად ვიყავით, თუ ტანკებით დაიძვრებოდა პრაიდი, რაც მოხდა სერბეთში, ჩავწოლილიყავით ტანკების ქვეშ. გაგვეწირა თავი…” – აღნიშნა ფალავანდიშვილმა.