“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი გიორგი ჩალაძე, რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის და მისი მეგობრების მიერ საქართველოს დატოვებას ეხმიანება. მისი განცხადებით, ზუსტად 11 საათის წინ დაიწყო ვლადიმერ პოზნერმა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა და ზუსტად 11 საათში საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამისი პასუხი გასცეს.
ჩალაძის განცხადებით, “ჩვენი ქვეყნის ყველა ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მტერი საქართველოდან იქნება გაპანღურებული”.
„დღეს არსებობს ორი სახელი ან პოზნერი ან დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე. ყველა, ვინც რუსულ ოკუპაციას ამართლებს, არის პოზნერი და გავრილოვი, ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას იცავს, ის არის საქართველოს ღირსეული მოქალაქე. თუ ბასა ფოცხიშვილი პოზნერის გვერდით იყო, მე არ მინახავს, ის არის ჩვეულებრივი პოზნერი. მესმის, მეგობრობა, პარტნიორობა, თუმცა, დღეს როცა შენი ქვეყნის ოკუპაციას არ აპროტესტებ, ხარ ოკუპანტი. რაც შეეხება ამათ წასვლას, ეს დისკომფორტი არ არის ჩვენი მხრიდან, ეს არის ჩვენი მოვალეობა, პანღური, რომელიც უნდა ამოვარტყათ და პანღურით უნდა გავისტუმროთ საქართველოდან. ზუსტად 11 საათის წინ დაიწყეს სიმბოლურად თავისი დაბადების დღის აღნიშვნა და ზუსტად 11 საათში საქართველოს მოქალაქეებმა გასცეს პასუხი. აი ასე, საქართველოდან ჩვენი ქვეყნის ყველა ოკუპანტი, ჩვენი ქვეყნის მტერი იქნება გაპანღურებული. ჩვენმა მთავრობამ ამათ გასაყრელად არაფერი გააკეთა, სამაგიეროდ, ჩვენმა მოქალაქეებმა აიღეს ხელში სადავეები და ასე გააპანღურეს ქვეყნიდან ოკუპანტები“,- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
შსს არ აკონკრეტებს დააჯარიმეს თუ არა ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის
სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე: აჭარა ჯგუფი
კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან: გიგა მაქარაშვილი
ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
შსს: ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აშშ-ს მოქალაქე ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია
აქციაზე დაპირისპირებაა – აქტივისტები სასტუმროში, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება შესვლას ცდილობენ
პოზნერი და მისი თანმხლები პირები პოლიციის კორდონის დახმარებით ტერიტორიიდან გაიყვანეს
შრომის ინსპექციამ სასტუმრო “ვინოტელი”, სადაც ვლადიმერ პოზნერი ვახშმობდა 10 000 ლარით დააჯარიმა