LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენმა ქართლელამ ურთულესი გზა გამოიარა, ჯერ კიდევ ზონდით იკვებება და ტრაქეოსტომული მილი უდგას, დანახარჯი თვეში დაახლოებით 16 000 ლარს შეადგენს“ – ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებულ ანა ქართლელიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

911
ანა ქართლელიშვილი

14 ოქტომბერს კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ანა ქართლელიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.

ცნობილი ხდება, რომ ანა ქართლელიშვილს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, როგორც მოძრაობის, ასევე ცნობიერების თვალსაზრისით, თუმცა საჭიროებს ექიმებისა და ექთნების მუდმივ მეთვალყურეობას, ვარჯიშსა და მასაჟს.

„ალბათ ყველას გახსოვთ, ახალი • Ahali -ს თავს დატრიალებული ტრაგედია, რომლის დროსაც დავკარგეთ ჩვენი, ძვირფასი ელენე მეგრელიშვილი, Anna Kartlelishvili კი – ძალიან, ძალიან მძიმედ დაშავდა.

ჩვენმა ქართლელამ, ურთულესი გზა გამოიარა იმ მომენტიდან დღევანდელ დღემდე. მას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, როგორც მოძრაობის, ასევე ცნობიერების თვალსაზრისით. თუმცა, ჯერ კიდევ ზონდით იკვებება და ტრაქეოსტომული მილი უდგას, საჭიროებს ექიმებისა და ექთნების მუდმივ მეთვალყურეობას, ვარჯიშს, მასაჟს და ა.შ. მაგრამ იმედია, მალე ესეც აღარ იქნება და შეუდგება კიდევ უფრო ინტენსიური და სრულფასოვანი რეაბილიტაციის პროცესს.

💚აქვე, მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს, მტკივნეული ამბავი და წვლილი შეიტანა ჯერ მის გადარჩენაში, შემდეგ კი ამ კონდიციამდე მოყვანაში. მადლობა ყველას, ვინც დღემდე კითხულობს მისი ჯანმრთელობის მდგომაროებას.

📌მეგობრებო, ანნას საბოლო მიზნამდე კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, ამ ეტაპამდე დანახარჯი თვეში დაახლოებით 16 000 ლარს შეადგენს. სწორედ ამიტომ, ახლა უკვე გვჭირდება გაერთიანება და ამ პროცესის ფინანსური უზრუნველყოფა, #ქართლელასთვის

ჩვენ ეს არაერთხელ მოგვიხერხებია და მჯერა, ახლაც შევძლებთ.

ვუთითებ ჩვენი მეგობრის, Giorgi Butikashvili -ის ანგარიშის ნომერს, რომელსაც ჩავაბარეთ ანნას სამედიცინო ხარჯების ფინანსური მენეჯმენტი. ანგ. ნომერს კომენტარებშიც დავდებ.

BOG: #GE83BG0000000589545431

TBC: #GE06TB7157736010300019

მიმღები: გიორგი ბუტიკაშვილი

დანიშნულება: ქართლელასთვის

🧡 ცალკე და განსაკუთრებული მადლობა თელავის რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალს, მათ პროფესიონალიზმს და გულსიხმიერებას, რომელმაც ქართლელას სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან(ამ ნაწილზე აუცილებლად მოგიყვებით ცალკე), ნიკა გვარამიას- ბევრი რამისთვის, როდესმე ამასაც მოვყვები ისე, რომ არ ‘მომხვდეს’🙂.

მრავალ შობა- ახალ წელს და აბა, ჩვენ ვიცით! ✌️

ქართლელას დიდი წვლილი აქვს ნამდვილი, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაში და იმსახურებს, გამოჯანმრთელებულს, სწორედ ასეთი დავახვედროთ 💚🧡“, – წერს ანი ქავთარაძე.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს კახეთში მომხდარ ავარიას, ,,კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა.

„რატომ არ გაჩერდა სამყარო, ელენე, როცა ეს თვალები დახუჭე… რა საზიზღარი უსამართლობაა ეს!“ – მწერალი ქეთი ელიეშვილი ელენე მეგრელიშვილს ემოციურ სტატუსს უძღვნის

ნიკა გვარამია: „დღეს ჩვენთვის უმძიმესი დღეა… გემშვიდობებით ჩვენო ნათელო და კეთილო ელენე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g