შაკირასა და მისი ყოფილი საქმროს, ანტონიო დე ლა რუას ურთიერთობა კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად მიზეზი ახალი ვიდეო გახდა, რომელიც 30 აგვისტოს, მექსიკის დედაქალაქში, GNP სტადიონზე გამართული კონცერტის დროს გადაიღეს.
როდესაც შაკირა სიმღერას, Días de Enero ასრულებდა, რომელიც წარსულში სწორედ დე ლა რუას მიუძღვნა, კამერამ დარბაზში მყოფი არგენტინელი ბიზნესმენი დააფიქსირა. დე ლა რუა სიმღერას დიდი ემოციებით უსმენდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რამდენიმე კვირის წინ ისინი მაიამის ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს, სადაც ის მომღერალთან და მის შვილებთან, მილანთან და საშასთან ერთად იჯდა. ასე რომ შესაძლოა შაკირა და დე ლარუა კვლავ ერთად ვიხილოთ.
რაც შეეხება წყვილის ურთიერთობას, მათი რომანი 2000 წელს დაიწყო, 10 წელს გასტანა და სკანდალით დასრულდა. არგენტინის ექს-პრეზიდენტის ვაჟი შაკირასგან კომპენსაციის სახით, 45 მლნ დოლარს ითხოვდა, თუმცა შაკირამ მას სასამართლო პროცესი მოუგო. დე ლა რუა აცხადებდა, რომ შაკირა, როგორც ბრენდი და მუსიკალური პროექტი, სწორედ მისი შექმნილი იყო.
ეული და მარტოსული – 48 წლის შაკირას ახალი, გულმოსაკლავი ფოტოები
კვლავ ერთად – ჟერარ პიკე კლარა ჩია მარტისთან გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს
6 წლის შემდეგ, შაკირამ კონცერტზე ალეხანდრო სანსთან ერთად საკულტო ჰიტი – La Tortura იმღერა





