LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ, ვერცერთი ქვეყანა – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

118
unnamed

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორში ინფიცირებული პაციენტების  37% მკურნალობს, რაც მისი შეფასებით ძალიან ბევრია და ამას ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს.

როგორც მან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია შედარებით მსუბუქმა პაციენტმა სახლის ან კოვიდ-სასტუმროს პირობებში იმკურნალოს.

“ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერცერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას განაგრძობს და სისტემური „ლოკდაუნი“ არ იგეგმება – საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი კლინიკურ ჯგუფს კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებსა და არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა. შეხვედრაზე ჰოსპიტალების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები განიხილეს.

 

mazda magti 5g