LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭყლეტა რელიგიურ ფესტივალზე – ისრაელში 44 ადამიანი დაიღუპა

196
1920

რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მერონის მთაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე მათგანს კიბეზე ფეხი დაუცურდა, რის შემდეგად ხალხი წაიქცა და ჭყლეტაში მოყვა.

ისრაელის მედიის ცნობით, დაიღუპა 44 და დაშავდა 100-ზე მეტი პირი. მაშველებმა ადგილიდან დაშავებულების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების მანქანებიც. მომხდარს უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები