LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისანა სეფიაშვილი: „მინდა, ქალბატონებს ვუთხრა, რომ არასდროს არის გვიან, ცხოვრება დაიწყო თავიდან… იყო წარსული, რომელმაც რაღაცები მასწავლა, გამზარდა, რაღაცები გადამაფასებინა, რომ არა ეს ყველაფერი, შეიძლება, ასე ბედნიერი დღეს არ ვყოფილიყავი…“

347
ცისანა სეფიაშვილი

ცისანა სეფიაშვილი fortuna.ge-სთან ინტერვიუსას აფასებს იმ ცხოვრებას, რომელიც დღეს აქვს. ცისანას მეუღლეს, ოთარ გიორგობიანს, საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა წინა წელს, როდესაც უამრავი ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ დღეს ყველაფერმა ჩაიარა და წყვილი ბედნიერად ცხოვრობს.

ბევრი სხვადასხვა ეტაპი გქონიათ ცხოვრებაში. დღეს რა ეტაპია? როგორ მოგწონთ ის, რაც დღეს ხდება თქვენს თავს?

ცისანა სეფიაშვილი:

ძალიან მომწონს – თუ ასე პირდაპირ მეკითხებით, ასე გიპასუხებთ (იცინის). იმდენად კარგად ვარ, იმდენად მშვიდად ვარ და ბედნიერად, ვფიქრობ, იყო წარსული, რომელმაც რაღაცები მასწავლა, გამზარდა, რაღაცები გადამაფასებინა, რომ არა ეს ყველაფერი, შეიძლება, ასე ბედნიერი დღეს არ ვყოფილიყავი. კარგი იქნებოდა, რომ ცუდი არაფერი ყოფილიყო, მაგრამ უფალს მადლობა ყველაფრისთვის, მყავს ოთხი არაჩვეულებრივი შვილი. მინდა, ქალბატონებს ვუთხრა, არასდროს დაყარონ ფარ-ხმალი და არ იყვნენ იმ განწყობით, რომ რაღაც დასრულდა. თუ გვაქვს სიყვარული გულში, თუ ვართ ღია ლამაზი და ტკბილი ურთიერთობისთვის და არ მაქვს საუბარი მხოლოდ მამაკაცთან ურთიერთობაზე, თუ სხვების ბედნიერებაც გვაბედნიერებს, ის ჩვენთანაც მოვა. არასდროს არის გვიან, რომ ცხოვრება დაიწყო თავიდან…

როგორ მოირგო ცისანა სეფიაშვილმა ბებიის ამპლუა და როგორ ერთობა შვილიშვილებთან ერთად: „ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? უბრალოდ, ბებიას არ მეძახიან…“

ცისანა სეფიაშვილი: „ყოველი დღის გათენება მიხარია… ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ჩემი გვერდით მდგომი, ჩემი სიმშვიდე და ყოველდღიურობა, ჩემი ბედნიერებაა ჩემი მეუღლე, რომელმაც საერთოდ შემცვალა მეც და ჩემ გარშემო ყველაფერი გაალამაზა, დააბალანსა და დაამშვიდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g