LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და მიიმალა“ – თბილისში დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

106
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი.

„დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1982 წელს დაბადებული. რ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.ჰ. მომხდარიდან მალევე – ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g