LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხადდება კონკურსი თბილისის სცენოგრაფიის IV საერთაშორისო ბიენალესათვის საქართველოს ეროვნული პავილიონის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად

83
tbilisistage

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA UNION) – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი აცხადებს კონკურსს, 2022 წლის თბილისის სცენოგრაფიის IV საერთაშორისო ბიენალესათვის საქართველოს ეროვნული პავილიონის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად. კონკურსის თემა თავისუფალია. საექსპოზიციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი იქნება საგამოფენო სივრცე თბილისის ისტორიის მუზეუმში  (ქარვასლა).

კონკურსის შედეგად, ჟიური გამოავლენს ქართული ეროვნული პავილიონის საუკეთესო პროექტს, რომელიც გამოხატავს თანამედროვე ქართულ სცენოგრაფიაში არსებული ტენდენციების მრავალფეროვნებას.

ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან სცენოგრაფიის ექსპერტები, მხატვრები, და ხელოვნებათმცოდნეები ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირიდან,  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან და  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან.

თბილისის სცენოგრაფიის IV საერთაშორისო ბიენალესათვის, საქართველოს ეროვნული პავილიონის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის (YTA UNION) – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სცენოგარფიის ბიენალე 2022 წელს მეოთხედ ჩატარდება.

საინიციატივო ჯგუფებს – კონკურსანტებს საშუალება აქვთ წარადგინონ პროექტები ელექტრონული ფორმით 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის 18:00  საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები