LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელი ხაზის – 15 22-ის გარკვეული რეორგანიზაცია მოხდა, ყველა თანამშრომელი მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას: თამარ გაბუნია გაფიცული თანამშრომლების შესახებ

96
თამარ გაბუნია

“15-22 მთავარი ხაზია, სადაც მოქალაქემ ვაქცინაციისთვის უნდა მიიღოს ინფორმაცია. იმის შესახებ, რომ გუშინ, ან დღეს რომელიმე მოქალაქემ ვერ მიიღო ინფორმაცია, არცერთი შეტყობინება არ მოსულა ჩვენამდე.” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზის – 15 22-ის თანამშრომლების ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველა თანამშროემლი მიიღებს იმ ანაზღაურებას, რაც მის მიმართ სამედიცინო პოდიუმს აქვს.

მისივე განმარტებით, ცხელი ხაზის ნაწილში გარკვეული რეორგანიზაცია განხორციელდა და პროცედურული საკითხების მოგვარება კვირის ბოლომდე დასრულდება:

“15-22 მთავარი ხაზია, სადაც ვაქცინაციისთვის უნდა მიიღოს მოქალაქემ ინფორმაცია. არცერთი შეტყობინება იმის შესახებ, რომ გუშინ, ან დღეს რომელიმე მოქალაქემ ვერ მიიღო ინფორმაცია, არ მოსულა ჩვენამდე. გარკვეული რეორგანიზაცია ცხელი ხაზის ნაწილში მოხდა, პროცედურული საკითხების მოგვარება კვირის ბოლომდე დასრულდება. ყველა თანამშროემლი მიიღებს იმ ანაზღაურებას, რაც მის მიმ მიმართ აქვს სამედიცინო პოდიუმს.” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის – 15 22- ის თანამშრომლების დიდი ნაწილი გაიფიცა. მათი განცხადებით, თებერვლის თვის სახელფასო ანაზღაურება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

გაბუნიამ კი განაცხადა, რომ ამას პროტესტს ვერ დაარქმევს და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g