ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს.
ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ალან ტადტაევმა განაცხადა.
„სამართალდამცავები საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. ამ დანაშაულში მონაწილე ყველა თანამშრომელი დაკავებულია. ყველა მონაწილის დასჯის შესახებ გადაწყვეტილება ამ ღონისძიებების საფუძველზე იქნება მიღებული“,-აღნიშნა ე.წ. სპიკერმა „პარლამენტის“ საგანგებო სხდომაზე.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთავრობა დაითხოვოს, რათა განიმუხტოს მწვავე ვითარება"
ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა
ცნობისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს.
28 აგვისტოს პატიმარი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
პატიმრის გარდაცვალებას მოსახლეობის დიდი პროსტესტი მოჰყვა.