შერონ სტოუნმა გამოცემა People-თან ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მსახიობის თქმით, მას ცხოვრების მანძილზე ცხრაჯერ მოეშალა მუცელი, რასაც ამ დრომდე, საგანგებოდ მალავდა: „ქალებს არ აქვთ სპეციალური ფორუმი, სადაც ასეთ სენსიტიურ თემებს განიხილავენ. ცხრა ბავშვი დავკარგე, მუცელი ცხრაჯერ მომეშალა“ – დაწერა სტოუნმა.
64 წლის ვარსკვლავმა დასძინა, რომ ქალები ამ პრობლემას მარტო უმკლავდებიან და სწორედ ამაშია უდიდესი ტრაგედია: „ეს არა არის წვრილმანი, არც ემოციურად, არც ფიზიკურად, ჩვენ იძულებულები ვართ, ეს მარტო გადავიტანოთ“, – ამბობს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ სტოუნს სამი აყვანილი შვილი ჰყავს.
64 წლის შერონ სტოუნის მორიგი ტრიუმფალური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე