ცხრამეტწლიანი მაუწყებლობის შემდეგ „ელენის შოუ“ იხურება, ამის მიზეზი ტოქსიკური გარემოსა და თანამშრომლების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გაჟღერებებია.
გადაცემის დასრულების შესახებ ელენ დეჯენერესმა The Hollywood Reporter-თან ისაუბრა, მისი განცხადებით, შოუ მე-19 სეზონით დასრულდება.
„თავიდან არ მჯეროდა, მეგონა, რომ აქ ყველა ბედნიერი იყო, მხოლოდ კარგი შეფასებები მესმოდა… ახალი გამოწვევები მჭირდება“,– ამბობს 63 წლის ამერიკელი ტელევარსკვლავი და კომიკოსი.
ცნობისთვის, „ელენის შოუ“ მუდამ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ის წელიწადში 50 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. ყველასთვის საყვარელი ტელეშოუს პრემიერა 2003 წელს შედგა.