უკრაინის საზღვართან, რუსული ძალების დაგროვება დიდი სისწრაფით გრძელდება, მათ შორის წყალქვეშა ნავებითა და ამფიბიური სადესანტო გემებით. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემა ავრცელებს ვიდეო კადრებს, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან რუსული შენაერთები, არტილერია და რაკეტები უკრაინის საზღვრის მიმართულებით.
დამკვირვებლები რუსული შენაერთების გადაადგილებას უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან.
Military equipment in Obtyabrskiy, Belgorod Oblast. pic.twitter.com/CZZcb2j5fP
— Michael Sheldon (@Michael1Sheldon) February 13, 2022
ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა CBS-ი წერს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ.
გამოცემის წყაროს მიხედვით, რუსეთის სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ, რაც 13 თებერვლის მდგომარეობის ცვლილებაა. 13 თებერვალს სამხედრო ნაწილებმა ჩვეული განლაგების ადგილი დატოვეს, თუმცა თავდასხმის პოზიციაში ჯერ არ იყვნენ გადასული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე – ზელენსკის საგანგებო მიმართვა