ალამბრა – გრანადაში მდებარე მავრიტანული პერიოდის არქიტექტურული ანსამბლი – დანგრევას ბაქტერიის დახმარებით გადაურჩება.
გადაწყვეტილების ინიციატორი ადგილობრივი მეცნიერები გახდნენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბაქტერია სასახლეს მიწასთან მყარად დააკავშირებს და ჩამოშლისგან იხსნის.
ალამბრა უფსკრულის სიახლოვესაა აშენებული და რაც უფრო მეტი დრო გადის სულ უფრო მეტად იწევს ამ უფსკრულისკენ. 1564 წლის შემდეგ სასახლის კედლებსა და უფსკრულს შორის მანძილი 60-დან 23,9 მეტრამდე შემცირდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიადაგის შემადგენლობა და ნაგებობის კედლები იძლევა იმის საშუალებას რომ ბაქტერია „წებოს“ სახით გამოიყენონ. ამ დროისთვის სპეციალისტები დამატებით ტესტებს ატარებენ, რათა მომავალი ოპერაცია მეტი სიზუსტით დაგეგმონ.