ქართული ფოლკლორის მოყვარულთა, უმაღლესი სასწავლებლებისა და ანსამბლების ფონოთეკები და ბიბლიოთეკები კიდევ ერთი გამოცემით გამდიდრდება.
ანსამბლ „ქართული ხმების“ ხელმძღვანელის, ლოტბარ რობერტ გოგოლაშვილის მიერ წლების მიერ ექსპედიციების შედეგად მოპოვებული და გაშიფრული სანოტო ჩანაწერების კრებული გამოვა. გამოცემაში შევა 22 ქართული ხალხური სიმღერა. ფოლკლორული ნიმუშები დასავლეთ საქართველოდანაა – იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, აფხაზეთიდან და სვანეთიდან. გამოცემას თან დაერთვება აუდიოდისკი, რომელშიც 22-ვე სიმღერა შევა, იმ ხუთი ფოლკლორული ანსამბლის შესრულებით, რომელთაც სხვადასხვა დროს რობერტ გოგოლაშვილი ხელმძღვანელობდა, ან დღესაც უძღვება. მათ შორის: „ქართული ხმები“, „თბილისი“, „იმერი“, „უნივერსიტეტი“ და „ფაზისი“.

უნიკალური სიმღერებისა და ჩანაწერების აღდგენა-გაციფრების პროცესში ჩართულია მუსიკოსთა და ფოლკლორისტთა გამოცდილი გუნდი, რომელთაც გასულ წელს პირველი ქართული ოპერის მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ ხელნაწერი აღადგინეს და გამოსცეს.
გამოცემის მხარდამჭერები არიან: ფონდი ქართული გალობა; ფარმაცევტული კომპანია კამელინი; ანს. იმერი; ციკოლია დიზაინი; ტავ ურბან საქართველო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი YTA UNION.
