22 აპრილის საღამოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 68 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილები არიან.
ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილი მეუღლეების შესახებ სამძიმრის წერილს „ფეისბუკის“ გვერდი „ენისელი ენისელი“ ავრცელებს:
„ვიზიარებთ ოჯახის და სოფელ საბუის დიდ ტრაგედიას, უფალმა ნათელში ამყოფოს ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილების ლამაზი სული. გამძლეობა მისცეს უფალმა მათ ოჯახს და საყვარელ ახლობლებს!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეს Რა საშინელება მოხდა, ვუსამძიმრებ ყველას ამ დიდ ტკივილს“, „სულ ერთად იყვნენ და ერთად წავიდნენ“, „ძალიან კარგები იყვნენ“, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
😥😥 ვიზიარებთ ოჯახის და სოფ. საბუის დიდ ტრაგედიას, უფალმა ნათელში ამყოფოს ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილების ლამაზი სული😥 გამძლეობა მისცეს უფალმა მათ ოჯახს და საყვარელ ახლობლებს!
Posted by ენისელი ენისელი on სამშაბათი, 22 აპრილი, 2025
ცნობისათვის, სოფელ საბუეში ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობითვე, მძღოლი დაკავებულია.