LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოცხალ საფეხბურთო ცხოვრებას ახლავს ასეთი მომენტები… ამ ფაქტის პოლიტიკურად დღის წესრიგად ქცევა, ორი მეგობარი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობის ამ სიბრტყეში განხილვა და საზოგადოების დაყოფა ამ საკითხშიც, მიმაჩნია არასწორად…“ – როინ ქოჩორაშვილი სომხეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ინციდენტზე

172
როინ ქოჩორაშვილი

„ის, რაც გუშინ სომხეთთან საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა ცოცხალ საფეხბურთო ცხოვრებას ახლავს ასეთი მომენტები და ეს მღელვარე ემოციები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი წერს და საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის გულშემატკივრებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

„ის, რაც გუშინ სომხეთთან საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა ცოცხალ საფეხბურთო ცხოვრებას ახლავს ასეთი მომენტები და ეს მღელვარე ემოციები, ზოგჯერ ცუდად სანახავიც, მატჩის დასრულებისთანავე წარსულს ბარდება და მომენტალურად ქრება. ასეა, ფეხბურთში. ამიტომ, ამ ფაქტის ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე განზოგადება, მისი პოლიტიკურად დღის წესრიგად ქცევა, ორი მეგობარი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობის ამ სიბრტყეში განხილვა და საზოგადოების დაყოფა ამ საკითხშიც, მიმაჩნია არასწორად. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ამ გამარჯვებას!“, – წერს როინ ქოჩორაშვილი.

ის, რაც გუშინ სომხეთთან საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა ცოცხალ საფეხბურთო…

Posted by Roin Kochorashvili on ორშაბათი, 24 მარტი, 2025

გამარჯვება ლომთა ხვედრია🙏🏻💜 ჩვენი პატივისცემა სევიკიანებს💜💜

Posted by Roin Kochorashvili on კვირა, 23 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g