Coldplay-ის ,,ინსტაგრამზე”, ჯგუფის ლიდერმა, კრის მარტინმა ფავორიტი სიმღერების სია გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ 41 წლის ვოკალისტმა სულ 7 საყვარელი კომპოზიცია დაასახელა.
ჩამონათვალში ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის, Lizzo, ინგლისური პოპ-როკ ბენდის, The 1975, ახალგაზრდა ესპანელი მომღერლის, Rosalía, ლეგენდარული ავსტრალიური კოლექტივის, AC/DC და სხვების ჰიტები მოხვდა.
“ახალ წელს გილოცავთ. იმედი მაქვს თავს კარგად გრძნობთ. გთავაზობთ იმ რამდენიმე სიმღერას, რომლებიც ვფიქრობ, რომ შესანიშნავია. სიყვარულით, კრისი“, – წერია პოსტის აღწერაში.