„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მიმართა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა.
„კორუფციაა ქვეყანაში და ამას უნდა ებრძოლოთო, ბატონო ირაკლი და პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, ცოლს ტყეს არ უნდა აჩუქოთო. ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო ცოლსო, ასე ხომ არ დაწერდნენ, ნეპოტიზმი არ იყოს ქვეყანაშიო და ცოლის და არ დაასაქმოო, ხომ არ დაგიწერდნენ ამ მშიერ ქვეყანაში ხალხი რომ გააღატაკეთ.
ჩვენ რუსეთში მიგვექაჩებით და თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ. კომოს ტბებზე ისვენებთ და უცხოეთში აძლევთ შვილებს განათლებას და საწყალ ხალხს საჯარო სკოლაში ვერ დაჰყავს ბავშვი, რადგან ზოგს საჭმლის შესაძლებლობა არ აქვს და ზოგს ტანსაცმელი და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო