LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Consumer Reports-მა ყველაზე საიმედო ავტომობილები დაასახელა

107
ქირიას NEWS შაბლონი (1)

გამოცემა Consumer Reports-მა ავტომობილების საიმედოობის მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკელი მფლობელების შეფასებებზეა დაფუძნებული. ახალ ავტომობილებს შორის ყველაზე ნაკლები პრეტენზია დაფიქსირდა Toyota-ს, Subaru-სა და Lexus-ის მიმართ, ხოლო მეორადი მანქანების კატეგორიაში პირველ ადგილს Lexus იკავებს.

2026 წლის რეიტინგის შედგენისას გაანალიზდა 380 000-ზე მეტი ავტომობილის მფლობელის მოსაზრება. თითოეული ბრენდი შეფასდა 1-დან 100 ქულამდე შკალით, 20 ძირითადი სისტემის მუშაობის მიხედვით. მეორადი ავტომობილების შეფასებისას გათვალისწინებული იყო 5-დან 10 წლამდე ასაკის მანქანებში პრობლემების გამოვლენის სიხშირე.

ახალი ავტომობილების სეგმენტში ლიდერობს Toyota (66 ქულა), მას მოსდევს Subaru (63 ქულა) და Lexus (60 ქულა). ათეულში ასევე მოხვდნენ Honda, BMW, Nissan, Acura, Buick, Tesla და Kia. მათგან ყველამ 50 ქულაზე მეტი დააგროვა, გარდა Kia-სი, რომლის შედეგი 49 ქულა იყო.

მეორად ავტომობილებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო Lexus-მა – 77 ქულა. მას მოსდევს Toyota (73 ქულა) და Mazda (58 ქულა). 57-დან 48 ქულამდე შედეგი აჩვენეს Honda-მ, Acura-მ, BMW-მ, Buick-მა, Nissan-მა, Audi-მ და Volvo-მ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები