LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტნეზე 11 წლით უფროსი ვარ, რაც მისი ინციდენტის შემდეგ გავიგე, ეს იყო გალანტური ნაბიჯი მისგან“ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიასთან პირველ პაემანს იხსენებს

1094
Untitled design (3)

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური „ღამის პრაიმ-თაიმთან“ იხსენებს, როგორ გაიცნო მეუღლე და რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

როგორც ანა ჯაბაური ამბობს, ის ცოტნე გამსახურდიაზე 11 წლით უფროსია და ამის შემდეგ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მის მეუღლეს ინციდენტი შეემთხვა, ანა ჯაბაური აღნიშნავს, რომ ეს ცოტნესგან გალანტური ნაბიჯი იყო:

„შუა პაემნიდან გავიქეცი და შემდეგ დიდხანს აღარ ვხვდებოდი. ზედმეტად პირდაპირი, ზედმეტად უცერემონიო, თავისუფალი და ცოტა თავხედიც მომეჩვენა და ვიფიქრე, რომ ეს მამაკაცი ჩემთვის ნაკლებად გალანტურია, 5-6 თვე აღარ შევხვდით.

ოპერა იხსნებოდა, მითხრა, ოპერის გახსნაზე გეპატიჟებიო და უცებ ვუთხარი: კარგი-მეთქი, მე თვითონ გამიკვირდა. შეიცვალა, გახდა ისეთი, როგორიც უფრო მომწონდა, ხანდახან მეჩვენება, რომ ეს პირდაპირობა და უხეშობა მისი ნიღაბი იყო.

სიყვარულში ცოტა უცნაურად გამომიტყდა, მითხრა – „მიყვარხარ და მეშინია“ რისი გეშინია-მეთქი და მიპასუხა: „ეს არის გრძნობა, რომელსაც ხანდახან ძალიან დიდი ტკივილი მოაქვს“ – ასეთი ფრაზით ამიხსნა სიყვარული.

ცოტნეზე 11 წლით უფროსი ვარ, ამის შესახებ მისი ძმებისგან მას შემდეგ გავიგე, რაც ცოტნეს ეს ინციდენტი დაემართა:

ყოველთვის იმატებდა ასაკს ცოტათი, იმიტომ, რომ, ალბათ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავვარდნილიყავი. სულ იპარავდა 2 წელს, 10-11 წელი ბევრია მაინც.

ვეკითხებოდი: აბა პასპორტში რომ ის გიწერია? მთელი სერიოზულობით მეუბნებოდა: „პასპორტში გადაკეთებული მაქვს, იმიტომ, რომ დამჭირდა“ – ესეც გალანტური ნაბიჯი მისგან.

თუ ვინმე ჩემთან ერთად შეეკითხებოდა ასაკს ან დაბადების წელს, არასდროს ეშლებოდა, ამბობდა იმას, რაც მე მითხრა“, – ჰყვება ანა ჯაბაური.

„წლების წინ, თანაბარ პირობებში ცოტნესთან მომხდარი დაპირისპირებისას, ცოტნეს დიდი უპირატესობის გამო, გულში ბოღმა და შურისძიება ჩაიდო“: რას წერს ანა ჯაბაური დამნაშავეებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g