„ბიას“ ბიზნესკატალოგის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ფარმაცევტული ორგანიზაციების დარგში 500–ზე მეტი იურიდიული პირი ფიქსირდება (სრული რაოდენობა– 532 ), აქედან აქტიური არის 365 კომპანია. ფარმაცევტული ორგანიზაციები იყოფა სხვადასსხვა მიმართულებებად, ესენია:
- აფთიაქები
- ფარმაცევტული ბაზები
- ფარმაცევტული წარმომადგენლობითი ორგანიზაციები
- ფარმაცევტული მასალების წარმოება, ვაჭრობა
- მედიკამენტების წარმოება, ვაჭრობა
- სტომატოლოგიური სახარჯი მასალები და მედიკამენტები
როგორც „ბიადან“ „ფორტუნას“ აცნობეს, ფარმაცევტულ ბაზარზე გვხდება აქტიური 36 კომპანია, რომლებიც ადგილობრივად აწარმოებენ ფარმაცევტულ მასალებს და მედიკამენტებს. ასევე მნიშვნელოვანი სფეროა ფარმაცევტული წარმომადგენლობები, სადაც 20-მდე კომპანია ფიქსირდება. ესენია სხვადასხვა ცნობილი უცხოური საწარმოების წარმომადგენლობები და მწარმოებლებს, ასევე მათ პროდუქციას საკონსულტაციო და მარკეტინგულ მომსახურებას უწევენ. (ვრცლად. გადაცემის ჩანაწერი)