LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვლილებების პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტმა დაამტკიცა

65
Untitled design (5)

პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, მესამე მოსმენით, 88 ხმით მიიღეს.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, პარლამენტის 4 დეპუტატი ფრაქციასთან გათანაბრებული უფლებების მქონე პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებს.

ერთი და იმავე საარჩევნო სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს კი, თუ ისინი უპარტიოები იქნებიან ან პარტიას დატოვებენ, ექნებათ შესაძლებლობა, სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შექმნან ფრაქცია, ან შეუერთდნენ სხვა ფრაქციას.

ცვლილებების პროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილისა და მისი პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით მომზადდა.

magti 5g