ქართველი მომღერალი, მუსიკოსი გია ნიკოლაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში UFC-ის ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს მიმართავს.
ნიკოლაძე დვალიშვილს სიმღერის შესაძლო უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით ელაპარაკება. როგორც ჩანს, დვალიშვილი ოქტაგონზე გასვლისას იყენებდა ნიკოლაძის პროექტის – NikolShow-ის ერთ-ერთ სიმღერას, რაც ავტორის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
„დაავლე ჩემ სიმღერას ხელი, მოიგდე კისერზე, წაიღე და გამოიყენე. ამახიე თუ რა ქენი ვერ გავიგე? ახევა როგორი ვიცი იცი?“ — ამბობს ნიკოლაძე ვიდეოში.
ამ ვიდეოს სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვა მოჰყვა.
ვიდეოს ტიკ-ტოკში SPORT TIME აქვეყნებს.