ოპოზიციაში თვლიან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება “ქართული ოცნების” მხრიდან პოლიტიკური მოტივებით ხდება და მმართველი პარტია ამ გზით ცდილობს სამსახურის დამოუკიდებლობის მოსპობას.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი წარმატებული და დამოუკიდებელი სამსახური იყო.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი წარმატებული სამსახური იყო, დამოუკიდებელი. კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ნაუცბადევად და ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღება ხდება დაჩქარებული წესით, ორი დღის განმავლობაში, ნათლად მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით და ცდილობს ამ სამსახურის დამოუკიდებლობის მოსპობას,”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი.