ტომ კრუზისა და ანა დე არმასის რომანის შესახებ პირველად საუბარი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. მას შემდეგ წყვილი ერთად არაერთხელ გადაიღეს, თუმცა, ბევრი ვარაუდობდა, რომ მათ მხოლოდ საერთო ფილმი და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. და აი, 63 წლის ტომისა და 37 წლის ანას რომანი დადასტურდა.
ისინი პაპარაცებმა ესპანეთში, მენორკაზე, რომანტიკული მოგზაურობის დროს გადაიღეს. ისინი იახტაზე ნებივრობდნენ. ამ დღეს ანას თეთრი, ულამაზესი კაბა ამშვენებდა, ტომი კი შორტსა და პერანგში იყო გამოწყობილი.
„ტომი ძალიან ყურადღებიანია. თავიდან ყვავილებით დაიწყო, მერე წიგნები აჩუქა, რადგან იცის, რომ ანა გატაცებულია კითხვით. ტომი ანას განსაკუთრებული ყურადღებითა და საჩუქრებით ანებივრებს“, – აცხადებს ინსაიდერი.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტომ კრუზი ანა დე არმასს პაპარაცებისგან მალავს
რომანტიკული სეირნობა ლონდონის პარკში – ტომ კრუზისა და ანა დე არმასის მორიგი გამოჩენა
სიყვარულისგან გაბრწყინებული ტომ კრუზი და იუბილარი ანა დე არმასი – რომანტიკული კადრები ლონდონიდან









