LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადასტურებული სარგებელი არ უჩვენებია არცერთ ჯგუფში“ – ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

555
ზაზა-თელია

ზაზა თელია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პრეპარატის მიმოხილვას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს:

„Tamiflu (ოსელთამივირი)
გაფრთხილება!!!
არსებული პოსტი წარმოადგენს დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების ანალიზს და თავისუფალია ინტერესთა კონფლიქტისაგან.
კოქრეინის მეტა-ანალიზი და სისტემური მიმოხილვა (TAMIFLU COCHRANE META-ANALYSIS)
ბექგრაუნდი: ტამიფლუზე ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგი არასოდეს გამოქვეყნებულა და მის მწარმოებელ კომპანია – Roche-ს არ სურდა მონაცემთა ნებაყოფლობით გაცემა (ალბათ ადვილი მისახვედრია რატომ).

მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელებული სასამართლო ბრძოლის შემდეგ, კოქრეინის კოლაბორაციამ საბოლოოდ შეძლო როშესგან ყველა გამოუქვეყნებელი მონაცემების მიღება, რის შემდეგაც მათ ჩაატარეს მეტა-ანალიზი, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა.
ანალიზის მნიშვნელოვანი დასკვნები მოცემულია ქვემოთ.

Oseltamivir for influenza in adults and children, BMJ (2014)
მეტა-ანალიზი მოიცავს Tamiflu-ს რენდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებს
ეს პრეპარატი გამოიყენება გრიპის მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის.

შეფასდა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში ჩატარებული კვლევები, რომლებიც ჩატარდა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზე (მაგ. ასთმით, დიაბეტით და ა.შ.).
მკურნალობის პირველადი/ძირითადი შედეგები (primary outcome) – სიმპტომების შემსუბუქება, საავადმყოფოში მოხვედრა, გართულებები და ზიანი
რეზიუმე: ეს “ნანატრი” მეტა-ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს ტამიფლუს სარგებელს
როგორც ჩანს, ტამიფლუ ამცირებს გრიპის სიმპტომებს მოზრდილებში დაახლოებით 17 საათით, თუმცა
გულისრევის და ღებინების გვერდითი ეფექტების ფასად.

ტამიფლუს აშკარა სარგებელი არ იქნა ნანახი ბავშვებში.
როდესაც საქმე ეხება კლინიკურად მნიშვნელოვან შედეგებს, როგორიცაა პნევმონია და ჰოსპიტალიზაცია, ტამიფლუს არანაირი დადასტურებული სარგებელი არ უჩვენებია არცერთ ჯგუფში
არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე, ტამიფლუს არ აქვს დადასტურებული მნიშვნელოვანი გავლენა კლინიკურად მნიშვნელოვან შედეგებზე (primary outcomes), როგორებიცაა პნევმონიის განვითარება და პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ანუ დამძიმების პრევენციის კუთხით
ფართოდ ამბულატორიულ პირობებში მისი გამოყენება არ არის მხარდაჭერილი
ასევე აუმჯობესებს თუ არა ტამიფლუ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გამოსავალს გაურკვეველია
ასევე Tamiflu-მ ვერ აჩვენა სარგებელი გრიპის პროფილაქტიკის კუთხით“, – წერს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g