LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგეშილები მოვიდნენ და წამგლიჯეს კარავი“ – პოლიციამ გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე 1 პირი დააკავა, ოჯახს კი კარვის გაშლის საშუალება არ მისცა

139
ბექა გრიგორიადისი

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი გუშინ საპროტესტო აქციას მართავდა, ხმაური იყო.

სამართალდამცველებმა ბექა გრიგორიადისს კარავი არ გააშლევინეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

Posted by Beqa Grigoriadis on Monday, 29 May 2023

 

„ვაპროტესტებ იმას, რაც ხდება ჩემი შვილის თავს. დაკავებულია მისი განსხვავებულობის და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე სიარულის გამო.

მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, დაცვის მხარემ გადმომცა ვიდეო ფაილები, ვუყურე ყველა მომენტს დაკვირვებით, იქ არ ჩანს უშუალოდ ლაზარეს ხელით გასროლილი მოლოტოვის კოქტეილი, საერთოდ არ არის გარჩევადი კონკრეტული სახეები.

სწორედ ამან გადამაწყვეტინა პარლამენტთან კარვის გაშლა, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მომცა. არაფერი არ მითხრეს, დაგეშილები მოვიდნენ და წამგლიჯეს კარავი.

ნორმალურად რომ ეთქვათ, სხვა ფორმით, არ გავატანდი? აუცილებლად გავატანდი…

გუშინ გავათენე და აქ ვიქნები ყოველდღე, გავაგრძელებ პროტესტს იქამდე, სანამ სამართალს არ მივაღწევ“. – განუცხადა ბექა გრიგორიადისმა „პუბლიკას“.

პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით ადმინისტრაციული წესით ერთი პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ 7-9 მარტის აქციებზე, ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი საქალაქო სასამართლომ, 1 მაისს, პატიმრობაში დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები